March 29, 2024

დღეს, ქუთაისში „ბეკოს“ მაღაზიის ახალი ფილიალი გაიხსნა

დღეს,  ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის 39ა-ში  „ბეკოს“ მაღაზიის ახალი ფილიალი გაიხსნა.

ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში ორი დღის განმავლობაში 11-12 აპრილს, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ასევე ტელევიზორებზე და აიტი ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. ასევე,  მაღაზიაში მისულ მომხმარებელს სხვა უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება.

 

sssss121

 

მაღაზიის გახსნის სადღესასწაულო ღონისძიებას ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრები ესწრებიდნენ.

 

„მოხარულები ვართ და მივესალმებით ახალი მაღაზიის გახსნის იდეას. რაც უფრო მეტი მაღაზია გაიხსნება ქუთაისში, მით უფრო მეტია შანსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების. მოხარულები ვართ და მხარს ვუჭერთ მსგავს ღონისძიებებს,“- აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი "ბეკო", რომელიც 22 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქართველოს მასშტაბით 64 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

წაკითხვა 1507 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.