ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

დღეს, ქუთაისის სასტუმრო ბაგრატში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების მთავარი მიზანი  დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იყო.



სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი  შემდეგ სესიებს მოიცავდა:


1. პანელური დისკუსია თემაზე - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები;

 

2. „Regional Cafe“ მეთოდის გამოყენებით, ფორუმის მონაწილე დონორებსა და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საერთო ინტერესის სფეროების გამოვლენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა;

 

3. იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs;CBOs) საქმიანობის გამოფენა/წარდგენა, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისისმიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დროის ბანკის პოპულარზაცია.



"ფორუმში, 102 სხვადასხვა ორგანიზაციის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად გასაუბრებოდნენ დონორებს გრანტების მოძიებაზე, ასევე დაისვა კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.


ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


ფორუმის პარალელურად მიმდინარეობდა იმერეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა.

 

56806658 2022412918060740 7989898867288047616 n



სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

წაკითხვა 1138 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.