ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დაწყებითი განათლების პედაგოგებს დედაენის დღე მიულოცა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე სიმბოლურად პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგს ჟუჟუნა ვარდანიძეს და მეათე საჯარო სკოლის პედაგოგს იმოგენ გიორგაძეს მიულოცა.

 

დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგსაც მიულოცა. ნათია დევიძე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგია და დედაენის შესწავლა მან პატარებისთვის წელს პირველად დაიწყო.

 

"უპირველესად მინდა ყველა ქართველს მივულოცო ქართული ენის დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ დედაენის დღე მიგველოცა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თაობებისთვის დაწყებითი განათლების მიცემას უწყობენ ხელს და ათეულობით წლების განმავლობაში თაობებს დედა ენით ზრდიან. ვთვლი, რომ სწორედ ასეთ ხალხს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. დღეს ასევე მივულოცეთ იმ ქალბატონს,რომელიც პედაგოგის რანგში დაწყებით ჯგუფში წელს პირველად შევიდა . მასაც ვუსურვეთ , რომ წლების შემდეგ მის მიმართაც ყოფილიყოს ისეთივე ღირსეული დამოკიდებულება, როგორიც ამ ორი ქალბატონის მიმართ გაგვაჩნია. დიდი მადლობა ყველას ვინც ეფერება და უფრთხილდება ქართულ ენას.“- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ.

წაკითხვა 724 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.