საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ზვიად შალამბერიძემ და ბესიკ გოფოძემ დაათვალიერა

საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელეს.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე, სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მონიტორინგის ფარგლებში  საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნენ. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც დაგებულია 2 კმ გზა და მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწესრიგება. ამჟამად ხორციელდება  გზის საფუძვლის მოწყობა და ფერდობების დამუშავება, რის შემდეგაც დაიგება 5.5 კმ საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია 2 ხიდის მშენებლობა მდინარე ჯრუჭულაზე, სოფელ სარეკსა და სოფელ ცხომარეთში. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რაჭის მხრიდანაც. პროექტის დასრულების შემდეგ 50კმ-ზე მეტი გზის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რაც უმოკლესი მანძილია ორი რეგიონის (იმერეთი-რაჭა) დასაკავშირებლად და თბილისიდან ონამდე გზის შესამცირებლად.

 


საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს  XI საუკუნის ,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამჟამადაც ხორციელდება.

 


გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება ციხე ,,მოდინახე“–ზე. 2018 წელს ფონდი ,,ქართუ“-ს დაფინაფსებით განხორციელდა ციხის აღდგენითი სამუშაოები და წელსაც განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ციხე დაიბრუნებს ისტორიულად პირვანდელ სახეს.
რაც შეეხება  ციხემდე მისასვლელ გზას,  ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება უკვე დამთავრებულია. გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მოეწყო გარეგანათება და საყრდენი კედელი. ტურისტული კუთხით, ციხე ,,მოდინახე“ ვიზიტორებისთვის საინტერესო ისტორიული ძეგლია.

წაკითხვა 992 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.