ამ გვერდის ამობედვა

გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება

გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ღია კერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება, თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ადგილზე სახანძრო მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრეებს ცეცხლის ქრობა სპეციალური აღჭურვილობით უწევთ.

წაკითხვა 728 ჯერ