April 26, 2024

როგორ გამოიყურება პარკი ოზურგეთში, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა

 

ოზურ­გეთ­ში, შეკ­ვე­თილ­თან ახა­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კი იხ­სნე­ბა. პარ­კი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით მო­ე­წყო, ურეკ­სა და ოზურ­გეთს შო­რის, წვერ­მა­ღა­ლას გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" ავ­რცე­ლებს.

 

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, "გა­სულ წლებ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით, კი­პა­რი­სე­ბი გა­შენ­და და და­ჭა­ო­ბე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­მე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

 

ეზო, რო­მელ­საც წვერ­მა­ღა­ლას­კენ ასას­ვლე­ლი გზა ორად ყოფ­და, გა­ერ­თი­ან­და და მო­შო­რე­ბით ახა­ლი, ბე­ტო­ნის გზა და­ი­გო. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზა მთლი­ა­ნად იყო დან­გრე­უ­ლი, ახლა კი ბე­ტო­ნის სა­ფა­რია და­გე­ბუ­ლი.

წვერ­მა­ღა­ლას პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბაღ­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ტბა გა­ფარ­თოვ­და, გარ­შე­მო და­ირ­გო ტი­რი­ფე­ბი, ბამ­ბუ­კე­ბი და სხვა ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი. პარ­კი ორი­ა­რუ­სი­ა­ნია. მე­ო­რე ია­რუს­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, გა­კეთ­და ასას­ვლე­ლი კი­ბე­ე­ბი, სა­ი­და­ნაც დამ­სვე­ნე­ბელს ზღვის პე­ი­ზა­ჟის ნახ­ვა შე­ეძ­ლე­ბა. პარ­კის მე­ო­რე დო­ნე­ზე ახა­ლი მან­და­რი­ნე­ბის ბაღი გა­შენ­და, იქ­ვეა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი და რამ­დე­ნი­მე ფან­ჩა­ტუ­რი.

წვერ­მა­ღა­ლას პარ­კი, რე­გი­ონ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით აშე­ნე­ბულ სხვა უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, ამ ზო­ნას გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე, დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის".

"ფე­ის­ბუქ-გვერ­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეკ­ვე­თი­ლის დიდი დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მას­შტა­ბით უნი­კა­ლუ­რია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, მო­მა­ვალ წელს გა­იხ­სნე­ბა.

ambebi.ge

წაკითხვა 1611 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.