ამ გვერდის ამობედვა

"ხალხს მაღაზიები აქვს გახსნილი, მაგრამ მყიდველი არავინაა" - რეპორტაჟი ანაკლიიდან, რომელიც ზაფხულამდე უკაცრიელი ქალაქია

ზუგ­დი­დი­დან ანაკ­ლი­ის ცენ­ტრის­კენ მივ­დი­ვარ.

გარ­შე­მო ყვე­ლა დე­ტალს ვაკ­ვირ­დე­ბი, რომ არ გა­მომ­რჩეს, რა შე­იც­ვა­ლა შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლაქ ანაკ­ლი­ა­სა და სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში, რო­მელ­საც მე­დია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტის - ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლად აღიქ­ვამს.

სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან გზა ცო­ტა­თი გა­უ­ფარ­თო­ვე­ბი­ათ. ადრე ისე­თი ვიწ­რო ორ­მხრი­ვი გზა იყო, ჩვენს წინ და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვალ ტრა­ი­ლერს, ღერ­ძუ­ლა ხა­ზის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნა გაბ­მუ­ლი სიგ­ნა­ლით მიყ­ვე­ბო­და...

 

ანაკ­ლი­ამ­დე, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა ფარ­თოვ­დე­ბა, ტრო­ტუ­ა­რე­ბი კეთ­დე­ბა და საგ­ზაო ნიშ­ნებ­საც შეხ­ვდე­ბით, რაც გარ­კვე­ულ იმედს აჩენს, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ა­ნონ­სე­ბით, ქა­ლა­ქი უნდა აშენ­დეს - პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ი­მე­დო ეტაპ­ზეა...

ცენ­ტრამ­დე ისე მი­ვე­დით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და თითო-ორო­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნა შეგ­ვხვდა. გზის პირ­ზე ახალ­გაზ­რდა ბიჭი მშე­ნებ­ლებ­თან დე­ტა­ლებს ათან­ხმებ­და, თუმ­ცა, მე­დი­ის ხსე­ნე­ბა­ზე თავი ღი­მი­ლით ამა­რი­და და ჩემს უკან მო­მა­ვა­ლი ქა­ლე­ბის­კენ მი­მი­თი­თა: კადრში გა­მო­ჩე­ნა არ მსურს და აჯო­ბებს, მათ გა­ე­სა­უბ­რო­თო. პი­რად სა­უ­ბარ­ში მე­უბ­ნე­ბა, რომ კერ­ძო სას­ტუმ­როს აშე­ნებს და მისი დას­რუ­ლე­ბა სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე უნდა მო­ას­წროს...

არც ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით, თუმ­ცა, სი­ნა­ნუ­ლით მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არა­ფე­რი კეთ­დე­ბა, მე­ტიც, წლე­ბის წინ გა­კე­თე­ბუ­ლიც ფუჭ­დე­ბა და აქა­უ­რო­ბას ახა­ლი არა­ფე­რი ემა­ტე­ბა...

ჩემს გვერ­დით, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ეზოს­თან, გო­გო­ნა და ბიჭი პინგ-პონგს თა­მა­შო­ბენ, მაგ­რამ მთხო­ვენ, არ გა­და­ვუ­ღო...

“სულ ეს არის ჩვე­ნი გა­სარ­თო­ბი ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნამ­დე. სას­ტუმ­რო მუ­შა­ობს - ხან­და­ხან სე­მი­ნა­რებ­სა და ტრე­ნინ­გებს მას­პინ­ძლობს. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხანს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით ტრე­ნინ­გი ჩა­ტარ­და და სტუმ­რე­ბიც ჰყავ­დათ", - მე­უბ­ნე­ბა გო­გო­ნა.

ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ეზო­ში შევ­დი­ვარ. ტრე­ნინ­გი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ეზო­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცე­ბი თავს მა­რი­დე­ბენ, - არ­ჩევ­ნე­ბი კარს არის მომ­დგა­რი და ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი არ გვჭირ­დე­ბაო...

ანაკ­ლი­ის გამ­გე­ბელს გელა ლე­მონ­ჯა­ვას ვუ­რე­კავ, რათა ამიხ­სნას, რა კეთ­დე­ბა ან მო­მა­ვალ­ში რისი გა­კე­თე­ბა იგეგ­მე­ბა ანაკ­ლი­ა­ში. მპა­სუ­ხობს, რომ უკვე და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, არც არა­ვინ ჰყავს ისე­თი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­სა­უბ­რე­ბა...

იურ­მა­ლას სა­ხე­ლო­ბის ბულ­ვარ­ში გავ­დი­ვარ. ამინ­დი ფუჭ­დე­ბა, წვი­მას აპი­რებს და ვცდი­ლობ, ბევ­რი რა­მის ნახ­ვა და გა­და­ღე­ბა მო­ვას­წრო. პირ­და­პირ ზღვის პირ­ზე, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბა ჩანს, - სას­ტუმ­რო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხუმ­რო­ბით “არა­შენ­დას” ეძა­ხი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ გარ­შე­მო არა­ერ­თი ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტია.

დამსკდარ ას­ფალტზე ბა­ლა­ხია ამო­სუ­ლი, ბულ­ვა­რი მო­უვ­ლე­ლია, პალ­მე­ბი ან გა­და­ტე­ხი­ლია ან სა­ნა­ხევ­როდ გამ­ხმა­რი... გარ­შე­მო პი­რუ­ტყვი და მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი და­სე­ირ­ნო­ბენ. მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, იქა­უ­რო­ბა გარ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით უნდა აივ­სოს. უფრო სწო­რად, ვერ ვხე­დავ შე­სა­ბა­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რის­თვი­საც ად­გი­ლობ­რივ ან სუ­ლაც უცხო­ელ ვი­ზი­ტორს იქ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა მო­უნ­დე­ბა და არც იმის ილუ­ზია მაქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა “ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის” აქ­ნე­ვით იქა­უ­რო­ბას ერთ დღე­ში ევ­რო­პულ კუ­რორ­ტად აქ­ცევს.

არა­და, აქე­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში აფხა­ზე­თია და ენ­გურსგაღ­მე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­თო­ბას მო­წყუ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბას დიდი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბი­ან... უფ­რო­სი თა­ო­ბა კი ემო­ცი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს პორ­ტის მშე­ნე­ბე­ლო­ბის სა­კითხს.

ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი, დათა შე­ლია, რო­მე­ლიც გა­სულ წელს პარ­ტია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად იყ­რი­და კენ­ჭს, ლა­მის ერ­თა­დერ­თია, ვინც ღიად სა­უ­ბარს თავს არ არი­დებს. ამ­ბობს, რომ სა­ბავ­შვო ბაღი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის­თვის შე­ნო­ბა უნდა აშენ­დეს, ოღონდ ამის­თვის არას­წო­რი ად­გი­ლი შე­არ­ჩი­ეს და მათი აშე­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას გა­და­წყვი­ტეს...

"თუმ­ცა, ოღონდ რამე აა­შე­ნონ და ვინ ამო­ი­ღებს ხმას... ჯერ მხო­ლოდ ბა­ნე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი ბა­ნე­რე­ბი იმ­დე­ნი გვი­ნა­ხავს, ვინ მოთ­ვლის... და­პა­უ­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი" - ამ­ბობს ის.

გარ­შე­მო კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო შენ­დე­ბა. ყვე­ლა მათ­გან­მა ზღვის სე­ზონ­ზე უნდა იმუ­შა­ოს და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი აშე­ნე­ბენ, ვისი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ანაკ­ლი­ის პორ­ტის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა და ფი­ნან­სუ­რი კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს...

ზღვის სე­ზო­ნის გარ­და, ანაკ­ლი­ა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა. ამი­ტო­მაც, წე­ლი­წა­დის და­ნარ­ჩე­ნი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობს, იმ სამ თვე­ში აღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით გა­ი­ტა­ნოს თავი.

“ადრე თხი­ლის მო­სა­ვა­ლიც გვეხ­მა­რე­ბო­და, ახლა ფა­რო­სა­ნამ და სო­კო­ვან­მა და­ა­ვა­დე­ბამ ეს იმე­დი მოგ­ვის­პო... ხალ­ხს მა­ღა­ზი­ე­ბი აქვს გახ­სნი­ლი, მაგ­რამ მყიდ­ვე­ლი, თითო-ორო­ლა ადა­მი­ა­ნის გარ­და არა­ვი­ნაა და რა აზრი აქვს?" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი, 57 წლის ნა­ი­რა.

იმ მხა­რეს მივ­დი­ვართ, სა­დაც პორ­ტი უნდა აშენ­დეს. რაც უფრო ვშორ­დე­ბით ცენ­ტრს, სა­დაც აქა-იქ გახ­სნი­ლი მარ­კე­ტე­ბი, მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი და მან­ქა­ნე­ბი სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყალს ქმნის, უფრო მეტ მო­უვ­ლელ და გა­პარ­ტა­ხე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ვა­წყდე­ბი. ძლი­ერ ქარს მტვრის ნის­ლი მოჰ­ყვე­ბა.

“ეს მი­წაყ­რი­ლი­დან ქა­რის მოხ­ვე­ტი­ლი და ჰა­ერ­ში გა­ფან­ტუ­ლი სი­ლის მტვე­რია. ბოლო ხა­ნებ­ში, რო­გორც კი ძლი­ე­რი ქარი ამო­ვარ­დე­ბა, აქა­უ­რო­ბა გა­და­თეთ­რე­ბუ­ლია. თუ პორ­ტი არ აშენ­და, რამ­დე­ნი­მე­მეტ­რი­ან მი­წაყ­რილ­ზე გაშ­ლილ სი­ლას, ქარი მო­სახ­ლე­ობს მო­აყ­რის და კაც­მა არ იცის, ეს რა და­ა­ვა­დე­ბებს გა­მო­იწ­ვევს... თუმ­ცა, ახლა ისე­თი პირი უჩანს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩე­რე­ბუ­ლია" - ამ­ბობს დათა შე­ლია, რომ­ლის თქმი­თაც, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მე ტექ­ნი­კამ მუ­შა­ო­ბა გა­ა­ჩე­რა, რა­საც ერთი ნა­წი­ლი დღე­სას­წა­უ­ლებს უკავ­ში­რებს, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, - “პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა რა­ღაც დრო­ით გა­და­ი­დო...”

იმ მო­ნაკ­ვე­თი­დან, სა­ი­და­ნაც პორ­ტი იწყე­ბა, პე­რი­მეტრს დაც­ვის პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს და შიგ­ნით შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ანაკ­ლი­ის, რო­გორც ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბას, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში აქვს აზრი, თუ პორ­ტი აშენ­და, სხვა შემ­თხვე­ვა­ში იქა­უ­რო­ბა ისე­თი­ვე უკაც­რი­ე­ლი გახ­დე­ბა, რო­გორც წლე­ბის წინ იყო...

ambebi.ge

წაკითხვა 1074 ჯერ