ამ გვერდის ამობედვა

სტიქია კახეთში - დატბორილი სოფლები და განადგურებული საკარმიდამო ნაკვეთები

კა­ხეთ­ში უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი დატ­ბო­რა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი, შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი და დატ­ბო­რი­ლია სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცით, უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი თით­ქმის ყვე­ლა სო­ფელ­ში შექ­მნა. მისი თქმით, სა­ნი­აღ­ვრე არ­ხებ­ნა წყა­ლი ვერ გა­ა­ტა­რა, რა­მაც დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვია.

"ჭარბმა ნა­ლექ­მა და­ზა­რა­ლა ლა­გო­დე­ხის თით­ქმის ყვე­ლა სო­ფე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით აფე­ნის თემი. სა­ნი­აღ­ვრე არ­ხებ­მა წყა­ლი ვერ გა­ა­ტა­რა, და­იტ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი, ასე­ვე მო­სახ­ლო­ბის ნა­წილს ელექტრო­ე­ნერ­გია და სას­მე­ლი წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა მუ­შა­ობ­და, ამ წუ­თებ­შიც სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ზი­ა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს" - გა­ნა­ცხა­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

 

უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ასე­ვე ახ­მე­ტა­შიც. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის თქმით, ადი­დე­ბულმმა მდი­ნა­რე ალა­ზან­მა კა­ლა­პო­ტი გარ­ღვია და ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი დატ­ბო­რა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო სა­მე­რუ­ე­ნო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

"გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი ადიდ­და. სო­ფელ ქვე­მო და ზემო ალ­ვან­ში ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ სა­ვარ­გუ­ლე­ბი და­ტობ­რა. მთე­ლი ღა­მის გან­ვა­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კა, ამ დრომ­დე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თი­ა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­კე­ტი­ლია გზა" - გა­ნა­ცხა­და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა იო­სებ ქა­რუ­მაშ­ვილ­მა.

ფო­ტო­ე­ბი: ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია

ambebi,ge

წაკითხვა 835 ჯერ