პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს (ვიდეო)

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილს, პოლიციის თანხლებით განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს, ტრაქტორს და დაწვეს. ვიდრე ისინი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას შეძლებდნენ, ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო ორი მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოაქციონ 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.

 

ჰესის მშენებელი კომპანიის მფლობელის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და ტექნიკის დაწვის შედეგად, მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიიღეს.

წაკითხვა 751 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.