ამ გვერდის ამობედვა

"უარი შერჩევით სამართალს" - ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა


"ვგმობთ ძალადობას",  "უარი შერჩევით სამართალს", - ამ მოწოდებებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომელთაც წყალტუბოში დაესხნენ თავს, სოლიდარობა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს. მათივე  თქმით, ჟურნალისტები ხალხის სამსახურში არიან და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია.




"უარს ვეუბნებით შერჩევით სამართალს. ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ეს არის დაუშვებელი, რომ მსგავს მუხლზე პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი თავდასხმა კვლავ განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ გირაო პატიმრობით უნდა ჩანაცვლდეს,"- განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

 


შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.

 


შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წაკითხვა 706 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2019