ამ გვერდის ამობედვა

იტალიის ციხეში ქართველ პატიმარს გაუპატიურებით ემუქრებიან

იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან – ინფორმაცია პატიმრის ადვოკატებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაავრცელეს.


32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.

 

“ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის ,ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, ცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი,”-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

 

Firstnews.ge- ს კითხვაზე ჩართულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო უწყებები?

 

ადვოკატმა გვიპასუხა, რომ "ყველა სამინისტროს გავაცანით  ეს ინფორმაცია. ხვალ, მივფრინავ იტალიაში და ადგილზე გავეცნობი დეტალებს".

პატიმრის უფლებას ასევე “ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის” ადვოკატი მარი ლევიძე იცავს. ადვოკატები მოუწოდებენ, უწყებებს დროულად მოხდეს თემით დაინტერესება და ჩაერიონ, რომ შეწყდეს პატიმრის წამება.

წაკითხვა 763 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2019

სიახლეები