აქტიურად მიმდინარეობს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაობი ტაბიძის ქუჩაზე.

აქტიურად მიმდინარეობს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაობი ტაბიძის ქუჩაზე.
წესრიგდება სანიაღვრე და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მლნ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს. ასევე გზის საფარი იგება ნ.ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც სამუშაოებს შპს "მშენებელი" ახორციელებს, ქუჩის რეაბილიტაციისთვის 244 884.8 ლარი დაიხარჯება. "აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. როგორც ტაბიძის, ასევე ლორთქიფანიძის ქუჩაზე, მოუწესრიგებელი გზის საფარი მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. სულ მალე ჩვენ რეაბილიტირებულ და კომფოტულ ქუჩაზე გადაადგილებას შევძლებთ."- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
 
 

წაკითხვა 654 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.