ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 245 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  გრიგოლ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილი ოჯახების განახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

 

წყალტუბოში,  2019 წლის ბოლოს დასრულდება ორი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინა 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.  დამატებით, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 420 ოჯახი მიიღებს.

 

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები, წლის ბოლომდე,  245 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

 

დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ.

წაკითხვა 715 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.