ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა წყალტუბოსა და თერჯოლაში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოსა და თერჯოლაში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს.
მხარის წარმომადგენლებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელისგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა თითოეულ ლოკაციაზე და რა რაოდენობის ვიზიტორებს იღებს აღნიშნული ობიექტები დღის მანძილზე. სათაფლიას აღკვეთილს, პრომეთეს, საწურბლიასა და ნავენახევის მღვიმეებს ყოველდღიურად ქართველებთან ერთად უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ და ზოგადად ეცნობიან იმერეთის რეგიონში დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებს.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მოიცავს: 1 ნაკრძალს, 1 აღკვეთილსა და 17 ბუნების ძეგლს. მათგან ამ ეტაპზე სრულად არის მოწყობილი და ვიზიტორებს ემსახურება სათაფლიას აღკვეთილი, პრომეთეს, საწურბლიას და ნავენახევის მღვიმეები.
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი