ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ოპერის თეტარი 50-ე სეზონს გიორგი ჩლაიძის ოპერით „დარისპანის გასაჭირი“ დახურავს

18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეტარი (სამხატვრო ხელმძღვანელი  - ირინე ლომინაძე) 50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.

 

 

წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი" (დამდგმელი დირიჟორი - ლევან ჯაგაევი, დამდგმელი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი - ირინე ლომინაძე).

 


სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო), თეატრის გუნდი და ორკესტრი. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

 

დასაწყისი 18 საათზე.

წაკითხვა 585 ჯერ

სიახლეები