ამ გვერდის ამობედვა

"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე სიმართლეს არ შეესაბამება"- ქუთაისის მერია

"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე არ შეესაბამება სიმართლეს,"-  აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 

"პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ, ქუთაისის მერიას, მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა, რომ ქალაქის მერიას მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა მივლინებებში 2014 წელს.

 

დღეს, გიორგი წულაიამ ჟურნალისტებსმიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს.

 

რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა," - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

წაკითხვა 614 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2019