ამ გვერდის ამობედვა

"2020 წლისთვის ქალაქში 60 ახალი ავტობუსი გამოჩნდება"- გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში ახალი 60 ავტომობილის შემოყვანა 2020 წლისთვის იგეგმება-ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაწყებულია კვლევითი სამუშაოები სვლაგეზის შესწავლასთან დაკავშირებით.

 

"2020 წლისთვის ქალაქში გამოჩნდება 60 ახალი ავტობუსი. თანამედროვე სტანდარტების შშმ პირებზე მორგებული. დაწყებულია სამუშაოები იბიარდთან მთავრობის დახმარებით, მომავალ წელს ველოდებით ახალ ავტობუსებს. ეს იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი და ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

მერის ვარაუდით, მგზავრობის ღირებულაბა არ გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე გადაჭრით არ საუბრობს.

წაკითხვა 833 ჯერ