ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს

ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის მერი ქალაქის 37-ე და მე-12 სკოლებში მივიდა. 37- ე საჯარო სკოლაში მთლიანად იცვლება ფანჯრები, ასევე შენობის ოთხივე სართულზე ეწყობა სველი წერტილები. მე-12 საჯარო სკოლას კი ფასადის რეაბილიტაცია უტარდება და გათბობის სისტემის მოწესრიგება მოხდება. ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულებით ხდება და მასზე ორი მილიონი ლარი დაიხარჯება.

წაკითხვა 746 ჯერ