ამ გვერდის ამობედვა

„საათობით მიწევს აფთიაქის რიგში დგომა და მერე გვეუბნებიან, რომ წამლები არ აქვთ ქსელში“

ორი კვირაა  დავდივარ აფთიაქში, რომელიც ჩემს უბანში არაა. ტრანსპორტით ნახევარი საათი მიწევს აფთიაქამდე მისვლა, შემდეგ საათობით რიგში დგომა და ამის მერე გვეუბნებიან, რომ წამლები არ აქვთ ქსელში, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში ქუთაისში მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი აცხადებს.  

მთავრობის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

 

აღნიშნული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა მედიკამენტების შეძენაზე ქუთაისში მოსახლეობას პრობლემები ექმნება, საათობით უწევთ აფთიაქის რიგში დგომა. ხშირ შემთხვევაში კი პროგრამაში არსებული მედიკამენტები ქსელში არ იძებნება.

 

„ვრეკავთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და მუდმივად დაკავებაა და თუ გავედით, გვპასუხობენ, რომ აფთიაქები მალე მომარაგდება,“- აცხადებს პენსიონერი.  

 

FirsNews.ge არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისში მცხოვრებ სხვა მოქალაქესაც გაესაუბრა. როგორც რესპონდენტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წამლების, კერძოდ კი  „ამარილისა“ და „კლოპიდეპროლის“ შოვნა აფთიაქებში გაძნელდა.

 

„დილით  ვცადეთ  დარეკვა ცხელ ხაზე და გვიპასუხეს, რომ ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე არსებულ აფთიაქში იყო მედიკამენტი, კერძოდ „ამარილი“.  ვუპასუხე, რომ - ეს აფთიაქი არ ფუნქციონირებს, ჯერ კიდევ რემონტია იქ.  არც მომისმინეს ისე  გამითიშეს ტელეფონი.

დავრეკეთ მარი ბროსეს ქ. ნომერი 1-ში არსებულ აფთიაქში, თუმცა იქ მართლაც შენობის  რემონტი მიმდინარეობს და არ ფუნქციონირებს,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში მოქალაქე.

 

ქუთაისის მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ აღნიშნული პროგრამა გააკონტროლონ და უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

 

რესპონდენტების თხოვნით FirstNews.ge მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს.

წაკითხვა 1627 ჯერ

სიახლეები