იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, მუნიციპალიტეტებს შორის გამართულ მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა.
ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
ფინალურ თამაშს რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.
სიახლეები
- “მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი” - ნიკა გვარამია პროკურატურაზე
- "კრემლ, წაუთაქე თავში ცხინვალს! გვატყუებთ, ხომ, თქვენი ჭკუით?"- სიმონ კილაძე
- "ხვალ ოკუპაციის ხაზთან მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიან კვარტეტს უმასპინძლებს