ზვიად შალამბერიძემ და გრიგოლ იოსელიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ყავდათ რეგისტრირებული.
საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა. დღესვე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"