„გვეშინია მანქანა მაღაზიაში არ შემოგვივარდეს“- ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, გზის სივიწროვის გამო გადატვირთული მოძრაობაა

ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, სადაც  რეფერალური სავადმყოფო მდებარეობს, გზის სივიწროვის გამო  ყოველთვის გადატვირთული მოძრაობაა, რაც ფეხით მოსიარულეებსაც  საფრთხეს უქმნის.

ქუჩის მაცხოვრებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

 

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან სავალი გზის სივიწროვის გამო.

 

„ძალიან შეწუხებულები ვართ ამ ფაქტით. გვეშინია, რომ მანქანა მაღაზიაში არ შემოგვივარდეს.

 

მსგავსი  მაგალითები არაერთხელ ყოფილა. იქნებ  ეს ვიწრო ქუჩა ან ცალმხრივი გახადონ, ან რამე მოიფიქრონ.  ქალაქის მერიას ვთხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციოს და ეს პრობლემა მოაგვაროს,“- აცხადებს FirstNews.ge - თან საუბარში მაღაზიის გამყიდველი.

 

აღნიშნულ ფაქტს FirstNesw.ge- ს ჟურნალისტიც შეესწრო, როცა ორივე მხრიდან მომავლი ავტომობილის მძღოლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

 

aaaaqq

 

წაკითხვა 643 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.