ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, გაეროს მოსახლეობის ფონდის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, გაეროს მოსახლეობის ფონდის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი უფროსი ასაკის ადამიანების გამოცდილების გაზიარებასა და მათი აქტიურ ცხოვრებაში ხელახალ ჩართულობას გულისხმობს. „60 პლიუსი“, ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ქუთაისში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს. პრეზენტაციაზე ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთავძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის შესახებ.

 


„60 პლიუსი“ აპრობირებული პროექტია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. ქუთაისთან ერთად აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვა ქალაქებიც არიან ჩართულები.

წაკითხვა 523 ჯერ