სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
"სამთავრობო გუნდის დანაპირები სრულდება, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული, შესაბამისად საჯარო სკოლისთვის არაადაპტირებულ გარემოში უწევთ განათლების მიღება, ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას. სკოლას ექნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 240 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვლისწინებს. პროექტის სახელშეკრელებო ღირებულება 3 691 400.00 ლარით ფინანსდება.
უახლოს დღეებში ახალი სკოლის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთშიც დაიწყება.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა