ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

მართლმადიდებელი მრევლი, ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებულად აღნიშნავს.

ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მოწამეთის მონასტერში წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა აღავლინა. საზეიმო წირვა-ლოცვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან ერთათ ესწრებოდა.

 

მოწამეთობის დღესასწაულზე მორწმუნეები იმერეთის მხარეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ. გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.

წაკითხვა 628 ჯერ

სიახლეები