ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის - "ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის,"ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს.

აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია.ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის,"ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს. აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია.


"დღეს, მოსკოვის თეატრი  იმ ქალაქში და იმ ქვეყანაში ჩამოვიდა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ატოცში მავთულხლართებს აბამენ და საზღვრებს წევენ, ოკუპაციას ისევ აგრძელებენ. ამ დროს კი მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის წარმომადგებლები მართავენ სპექტაკლს. ამით შეუსაბამობაში მოდიან იმ ფაქტთან, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს არის ყოვლად უმსგავსო საქციელი. მოვითხოვთ მესხიშვილის თეატრისგან, ასევე მოსკოვის თეატრისგან ბოდიშის მოხდას. გამოვიდნენ აღნიშნული თეატრების ნებისმიერი წარმომადგენელი და ჩვენ შევწყვეტთ აქციას, ამ წითელ ბარათს ჩამოვწევთ,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" დამფუძნებელმა ნიკა დეისაძემ.



შეგახსენებთ,რომ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრ "ნიკიტკის კარიბჭეს" მასპინძლობს. მესხიშვილის თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასტროლების ფარგლებში სცენაზე ორი სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი.

წაკითხვა 554 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.