ამ გვერდის ამობედვა

დღეს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება.


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 


ღონისძიების ბოლოს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე ორგანიზებული ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულები, შესაბამისი სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 


21-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმილი, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის 550 ხე დაირგვება.

წაკითხვა 658 ჯერ