საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ინტელექტუალური თამაშის თემა იყო NATO-სთან დაკავშირებული საკითხები. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებისათვის კითხვები „რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძემ, მოამზადა.საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:I ადგილი - „ანანერბე“, ქუთაისი,II-III ადგილები, თანაბარი ქულებით,  ბაღდათის „მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის „ისქინეფმა“ გადაინაწილეს.ღონისძიება „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.

წაკითხვა 718 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 02 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.