ამ გვერდის ამობედვა

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

წაკითხვა 583 ჯერ

სიახლეები