ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდითა და საკრებულოს მხარდაჭერით ფორუმი - „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ გაიმართა

9 ნოემბერს, 12 საათზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ფორუმი - „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ გაიმართა.


ფორუმი ტარდება გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით და მისი  მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს  საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ერთის მხრივ, ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების  კუთხით არსებობს; მეორეს მხრივ, კი წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები,  წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის  მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

 

"ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ბავშვთა უფლებების კოდექსი. ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც ბავშვთა გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება. მსჯელობა იყო იმ გამოწვევებზე, რომლებიც სოციალურ სივრცეში ფიქსირდება. ვისაუბრეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე. ეს არის აღმზრდელობითი ხასიათის პრობლემები, პროგრამები, ინფრასტრუქტურული მიმართულება და სხვა,"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.


ღონისძიების პირველ პანელში წარმოდგენილი იყო:

სახალხო დამცველის აპარატი;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

მეორე პანელში, აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ
ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

წაკითხვა 753 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.