ამ გვერდის ამობედვა

სოფელ გრემში სახლში გაჩენილ ხანძარს მოზარდი ემსხვერპლა

12 წლის ბიჭი დაიღუპა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს.

 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას მოჰყვა.

 

 

მოზარდის დედა და ოჯახის კიდევ სამი წევრი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ყვარლის მერის წარმომადგენლის, დავით ბერიკაშვილის ცნობით, მეხანძრე მაშველების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობას სოფლის მცხოვრებნი ცდილობდნენ, თუმცა ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

 

უბედურ შემთხვევას ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 525 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 26 2019

სიახლეები