ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.

 

„მეწარმე ქალთა ფონდმა “, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, განახორციელა პროექტი „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.

 

პროექტის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიათ დახმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება - გადაიარაღებისათვის. კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება ხელს შეუწყობს მრავალშვილიანი მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში, გრანტის სახით დაფინანსებული და გამარჯვებული 7 ბიზნეს-იდეა. გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ მფლობელობაში. ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის და პროექტით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები.

წაკითხვა 630 ჯერ

სიახლეები