ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონატმა სტარტი 1 დეკემბერს აიღო. საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „დავით ჩირაძის მემორიალი“ 7, 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ტურნირის მასპინძელი კი - ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების #16 მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, სადაც 34 გუნდის 140-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 

ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს

 

წაკითხვა 547 ჯერ