ამ გვერდის ამობედვა

15 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

15 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

 მათი ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

 

 

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 542 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 09 2019

სიახლეები