ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, ქუჩაში მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტავენ ,რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მათივე თქმით, ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

მამაკაცს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქმეზე გამოძიება 115 ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხვა 458 ჯერ

სიახლეები