ბასარია: ენგურჰესის რემონტის გარეშე ტექნოგენური კატასტროფის რისკი არსებობს
აფხაზური ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგო“-ს ხელმძღვანელი ასლან ბასარია აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო ენგურჰესის გაჩერება აფხაზეთში ენერგოდეფიციტს შექმნის, თუმცა, რემონტის გარეშე ტექნოგენური კატასტროფის რისკი არსებობს.
სააგენტო „აფსნიპრეს“-ის ინფორმაციით, სოხუმში 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბასარიამ თქვა, რომ ენგურჰესის ორი ობიექტის, „საქართველოს ტერიტორიაზე“ მდებარე კაშხლის და აფხაზურ მხარეს მდებარე სამანქანო დარბაზის დამაკავშირებელი გვირაბის მასშტაბური რემონტის დროს, ბუნებრივად დადგება მთელი კომპლექსის გაჩერების საკითხი.
ბასარიას ინფორმაციით, თუ ენგურჰესი დაახლოებით სამთვენახევრით გაჩერდება, ამ პერიოდში აფხაზეთს დასჭირდება 700-800 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია, რუსეთიდან მის შესაძენად კი ორი მილიარდი რუბლია საჭირო. ბასარია ფიქრობს, რომ „აფხაზეთის მთავრობას“ რუსეთის მხრიდან გაგების იმედი აქვს, რადგან ენგურჰესის გარემონტების გარეშე ტექნოგენური კატასტროფის რისკი მაღალია.
ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ 2019 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ 15-კილომეტრიან დერივაციულ გვირაბში სარემონტო სამუშაოები 2021 წლის თებერვლიდან დაიწყება და მაისის ბოლომდე დასრულდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რემონტის დაწყების კიდევ რამდენიმე წლით გადადება არ შეიძლება.
სიახლეები
- სამარხვო ტორტი
- " ჩვენ აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები - ჩვენი გზა ევროპისკენ - არჩევნების თემა ეს იქნება" - სალომე ზურაბიშვილი
- "რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ, ცხადია, ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება - ეს არის რუსული კანონი, პუტინის კანონის ზუსტი ასლი" - პრეზიდენტი
- "ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა - არა" - არჩილ თალაკვაძე
- 18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი