ქუთაისის მერმა ჟურნალისტებსა და მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებსა და მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

 


ქალაქის მერმა ისაუბრა მიმდინარე წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებულ პროექტებსა და პროგრამებზე.
უპრეცენდენტო იყო 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა და განსაკუთრებით -საგზაო სამუშაოების. სულ შესრულდა 50-მდე საგზაო პროექტი, საყრდენი კედლების შესაკეთებლად ( სტიქიის პრევენცია, 37 პროექტი) დაიხარჯა 2 მილიონ ლარამდე, საბავშვო ბაღების ფლიგელების მოსაწყობად - 471 000 ლარამდე. 565 000 ლარი გამოიყო ფასადების შესაკეთებლად. სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მილიონ ლარამდე დაჯდა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები - 2 მილიონ ლარამდე.

 


ქუთაისში სოციალური მიმართულებით განხორცილებული პროგრამებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანია გადაუდებელი რეაგირების პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების ( ნულოვნი მხედველობის) მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა - პროგრამის ბიუჯეტი 5 500 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა- 7 000 ლარი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა- 10 000 ლარი. შინმოვლის პროგრამა- 25 000 ლარი, ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა- 25 000 ლარი, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება - 27 000 ლარი, უფასო მგზავრობა - 293 800 ლარი,შშმ პირების დახმარება- 35 000 ლარი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა- 152 000 ლარი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა- 200 000 ლარი, სოციალური ღონისძიებები- 316 700 ლარი,


მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 1 000 000 ლარი, მარტოხელა მშობელთა დახმარების პრორგამა - 10 000 ლარი, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა- 340 500 ლარი, შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამების დაფინასება/თანადაფინასება- 25 000 ლარი.


მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საბინაო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაც.


ქალაქის მერმა შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ რამდენიმე პროექტზეც.

 


რგფ-ის მიერ 2020 წელს ქუთაისში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 სპორტსკოლას და 3 სამუსიკო სკოლას, შეკეთდება 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, მოეწყობა 8 სკვერი, დაიგება რამდენიმე ათეული ქუჩა.

 


გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა და მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა. დაგეგმილია მე-4 პოლიკლინიკის რეაბილიტაცია.

 


ამავე შეხვედრაზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა მადლობის სიგელები გადასცეს კონკურსის „ბიუჯეტირება 2019“ გამარჯვებული პროექტების ავტორებს.

წაკითხვა 543 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.