April 25, 2024

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იწყებს.

18 იანვარს, 15:00 საათზე ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ პრემიერა გაიმართება; რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე. 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის შენობა, გამაგრდა საძირკველი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი აღიჭურვა ახალი განათება-გახმოვანების აპარატურით. თეატრი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. თეატრის შენობისა და ეზოს სრული რეკონსტრუქცია სამინისტროს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, რაზეც 585 178 ლარი იყო გათვალისწინებული.


საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგება მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს. კატალოგის ავტორია ლაშა გაგოშიძე.


ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“ გახლდათ. დაარსებიდან დღემდე თეატრის დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა – 73 სეზონის განმავლობაში თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა. ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეისათვის ოცდაშვიდი მოქმედი სპექტაკლია, წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის.

წაკითხვა 579 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.