ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს

ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს.

 

პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც შემდეგ გრანტის სახით მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად. მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც ოპერირებას გაუწევს ამ პროექტს.

 

„ეს რეალურად საპილოტე პროგრამაა, რომელიც დანერგა ქუთაისმა. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვარჩევთ ორგანიზაციას, რომელიც გაუწევს ოპერირებს ამ პროგრამას . ორგანიზაციის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმები არის გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა და სხვა ბევრი კრიტერიუმი, რომელიც გაწერილია განაცხადში.“ - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.

 

პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია. კონცეფცია, რომელიც უნდა წარმოადგინონ ორგანიზაციებმა, უნდა მოიცავდეს მრავალშვილიანი ოჯახების გადამზადების, მათი მცირე გრანტებით დაფინანსების და მონიტორინგის კომპონენტს. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.