ამ გვერდის ამობედვა

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმია

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმია.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დღეს ღამის საათებში გაძლიერდება ქარი. დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი იქნება. ხვალ იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში.

 

 

10 თებერვალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 477 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2020

სიახლეები