ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის კლინიკაში ორსული ქალი გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით, ხუთი თვის ორსული გარდაიცვალა.

პაციენტი ონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

 

არსებული ინფორმაციით, გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

წაკითხვა 688 ჯერ