March 29, 2024

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გიგა მიქაუტაძემ ქუთაისში შეხვედრა გამართა

დღეს, პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლის, გიგლა მიქაუტაძის შეხვედრა DRIVE პროექტის მონაწილეებთან, დემოკრატიის სკოლის ალუმნებთანა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. 

 

პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა პარტიის ეკონომიკურ ხედვებზე, როგორიცაა საფონდო ბირჟის შექმნა იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის განვითარების კუთხით.  შეხვედრის მონაწილეებმა შეკითხვები დასვეს განათლების, ახალგაზრდების, სოციალური, ადგილობრივი თვითმართველობისა და ტურიზმის კუთხით. 

 

"ლელოს" სამომავლო გეგმების, იდეებისა და პარტიის კონცეფციის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა , ეკონომისტმა  - გიგა მიქაუტაძემ ისაუბრა:

 

"ჩვენთვის ქუთაისი არის გამოჩეული ქალაქი და ჩვენს პროგრამაში მას ექნება გამორჩეული ადგილი, შესაბამისად დავიწყეთ შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და გვაინტერესებს რას ფიქრობენ ქალაქის პრობლემებზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოლოდინი, რაც არსებობს ქალაქში."-აღნიშნა გიგა მიქაუტაძემ.

 

"ლელოს" წევრმა 4 აპრილს თბილისში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ თანამშრომლობის ფორმები ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა კოორდინაციაში  იქნებიან ოპოზიციის სხვა წევრებთან.

 

"ჩვენ ამ ეტაპზე ორიეტირებული ვართ პარტიის მშენებლობაზე, ოფისების გახსნაზე, ახალი ლიდერების აღმოჩენაზე, მაგრამ ამავე დროს ვთანამშრომლობთ ოპოზიციურ ძალებთანაც, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არც სხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ, ჩვენც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ რომ ვიქნებით მათთან კოორდინაციაში. გადავდგავთ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. მას შემდეგ რაც ბოლო მოვლენები მოხდა, ვგულისხმობ გიგი უგულავს დაპატიმრებას, ძალიან რთულია დაუბრუნდე მოლაპარაკების მაგიდას იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გამოირჩევა ტყუილით და ძალადობით."-აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ Firstnews.ge - თან საუბარში.

 

შეხვედრა ადგილობრივი მედიითა და ინტერნეტ პორტალით გაშუქდა.



შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძის მეთაურობით გასული წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა.

წაკითხვა 644 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 12 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.