იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა, რომელიც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა. დაშავებულს გულმკერდის მეთორმეტე მალის მოტეხილობა აქვს, რის გამოც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.
14 თებერვალს, სოფელ უბისაში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. ჩინეთის ერთმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 64 წლის მამაკაცი კი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
სიახლეები
- "ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, მეგობრულ ურთიერთობაში, რომლითაც ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ"
- "გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა"
- "დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო"
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია