ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 16 მარტამდე შეწყდება

2 მარტიდან 16 მარტამდე სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდება ქუთაისის სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კულტურულ- სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში.

 

ამ პერიოდში, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში, ჩატარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

წაკითხვა 587 ჯერ