ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.


საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.


დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება.


სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს.

წაკითხვა 515 ჯერ