ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერმა მახვილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათალიერა

ქუთაისის მერმა მახვილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათალიერა.

 

საგზაო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამუშაოები დაიწყო მახვილაძის ქუჩაზეც. აქ კეთდება როგორც გზის საფარი, ასევე მოეწყობა ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. პროექტის ღირებულება 900 000 ლარზე მეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პალადა" ასრულებს. რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

 

„მახვილაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წელს აუცილებლად გავაკეთებდით ამ გზას, დავიწყეთ უკვე და მაისის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე ქუთაისში ერთდროულად 30-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 30-ზე მეტ ინფრასტრუქტურული პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ეწყობა გზები, სკვერები და დაიწყო სპორტული დარბაზების რემონტი. მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შეკეთდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები .

წაკითხვა 487 ჯერ