April 25, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ბრძანება გამოსცა

როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, საგანგებო რეჟიმზე მუშაობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი.


ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა ბრძანება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რაც გულისხმობს საკრებულოს აპარატის დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლას.

 


"ჩვენთვის ყოველი მოქალაქის უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, განსაკუთრებით როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას, ამასთან ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მოქალაქეთა უწყვეტი ინფორმირების მიზნით ჩვენ უზრუნველვყავით საკრებულოს სხდომის დამატებით სოციალური მედიის მეშვეობით ტრანსლირება, ასევე ელექტონული კომუნიკაციის ყველა პლატფორმა, ელექტრონული ფოსტა, საკრებულოს და საკრებულოს წევრების Facebook გვერდები, მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი და სატელეფონო არხები არის აქტიური.

 


მიუხედავად მუშაობის საგანგებო რეჟიმისა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაბამისი რეგლამენტის დაცვით, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი აუცილებლობიდან, რათა ერთი მხრივ, არ შეფერხდეს ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ინფრასტუქრუტული პროექტებისთვის თანხების მოზიდვის პროცესი, და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ინვესტიციის განხორციელების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

 

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებებიდან, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო N29 ბაღის მშენებლობის საკითხი, წლების განმავლობაში ქალაქ-მუზეუმის მოსახლეობა ითხოვდა ბაღისთვის ფუნქციონირებადი შენობის გამოყოფას, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ბავშვებისთვის შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის თანამედროვე გარემო.

 


მოქალაქეთა კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭრის მიზნით, დღესვე, ჩვენ დავამტკიცეთ ცვლილებები საინვესტიციო ნუსხაში. მიღებული გადაწყვეტილებით ი.ჭავჭავაძის და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ ლოკაციაზე კომერციული სივრცის მოწყობასთან ერთად, იღებს მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლისა და აღდგენის ვალდებულებას, ისე რომ მოქლაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და 24 საათის განავლობაში ის იფუნქციონირებს უსაფრთხოების ყველა წესის, მათ შორის განათებების და ვიდეო კონტროლის დაცვით.  

 


აგრეთვე თამარ მეფის ქუჩის N9 -თან მდებარე სკვერი შვიდი თვის ვადით გაიცა იჯარის წესით, მნიშვნელოვანია რომ მიღებული გადაწყვეტილებით სკვერის ფუნქცია და სტატუსი არ შეიცვლება, ასევე არ მოხდება რაიმე სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ნებართვა შეეხება მხოლოდ მოძრავი სანაყინეს და საბავშვო ატრაქციის მოწყობას, რაც მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებითაც,"- განმარტა ირაკლი შენგელიამ.

 

 

წაკითხვა 644 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.