ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ.

ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ.

 

ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად მხოლოდ მორიგე თანამშრომლები მუშაობენ.


შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309 ან მიხვიდეთ ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში, მისამართი: რუსთაველის #3. ასევე ქ.ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, მისამართი: დუმბაძის ქუჩა # 61.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.