April 25, 2024

ვინ და როგორ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა საკვებ პროდუქტზე?


კორონავირუსის გამო, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჩიხში ექცევა - ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ფასები საკვებ პროდუქტებზე საგრძნობლად გაიზარდა.

მოსახლეობა კი ამის გამო სულ უფრო ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას.



აღნიშნული ფაქტი FirstNews.ge-მ გადაამოწმა და ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე (თამარ მეფისა და წერეთლის ქუჩაზე), არსებული სურსაათის მაღაზიები დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ საკვები პროდუქტის ფასი არსებულ ფასთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია. 


როგორც ჩვენთან საუბარში ქუთაისის ერთ-ერთი მკვიდრი აცხადებს, ფასები თითქმის გაორმაგებულია.


"მაღაზიებში საკვები პროდუქტის ფასი გაზრდილია. რამდენიმე მეზობელი  ე. წ. ნიკიას ბაზორობაზეც ვიყავით,   ვიფიქრეთ, რომ შედარებით იაფად ვიყიდდით პროდუქტს, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი იმაზე ძვირი დაგვხვდა ვიდრე ველოდით:  კარტოფილი 2 ლარი, სტაფილო - 2 ლ, ჭარხალი -2ლ , ვაშლი 3 -დან 4 ლარამდე.  გაორმაგებულია ფასები და იქნებ გააკონტროლოს ხელისუფლებამ."


ვინ და როგორ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა საკვებ პროდუქტზე?  ფაქტია, რომ ვერც ხალხის პროტესტი და ვერც ხელისუფლების მოწოდება ფასების კლებაზე გავლენას ვერ ახდენს.

.

წაკითხვა 496 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.