ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ქუთაისში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გრიშაშვილის ქუჩაზეც. გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო გზის სრული რეაბილიტაცია. გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა მოინახულა.

 

„გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით გაკეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით,“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

 

გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 924 000 ლარის ღირებულებისაა, ასრულებს შპს „ნიუპოვერი“ და ივნისის შუა რიცხვებისთვის დამთავრდება.

წაკითხვა 447 ჯერ